საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია და დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი გიორგი დგებუაძე ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს: სამართლის სკოლის დირექტორს - პროფესორ ტანელ კერიკმაეს, სამართლის სკოლის უფროს მკვლევარს - სამართლის დოქტორ არჩილ ჩოჩიას და ადმინისტრაციის თანამშრომელს - კაია კატტელს შეხვდნენ.

 

საუბარი შეეხებოდა თსუ იურიდიულ ფაკულტეტსა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლას შორის თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია: სამაგისტრო პროგრამების განვითარება/გაძლიერება, ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების გამოცემა, სადოქტორო ნაშრომების ერთობლივი ხელმძღვანელობა და დოქტორანტთა მხარდამჭერი კვლევითი პროექტების განხორციელება.

თარიღი: 29/06/2023